არმაზ ახვლედიანი - მომეჩვენა, რომ პრეზიდენტმა არ ჩარაზა არცერთი კარი - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გულწრფელია

მომეჩვენა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ჩარაზა არცერთი კარი - ის ღია კარს ტოვებს დიალოგისთვის ,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პრეზიდენტთან გამართული მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, პრეზიდენტმა, მისი სიტყვით გამოსვლის შინაარსიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე აზრი შეიცვალოს.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ არ არსებობს საკითხი, რაც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დიალოგის ფარგლებში არ შეიძლება რომ განიხილონ.

“ვფიქრობ, ამ დიალოგის ფარგლებში არ არსებობს არცერთ საკითხი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არ შეიძლება რომ განხილული იყოს.

შეწყალების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა მოვუსმინე რა პრეზიდენტს, მივხვდი, რომ ის არ უკეტავს ამ შესაძლებლობებს ფანჯრებს”,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დიალოგზე პრეზიდენტის ინიციატივა გულწრფელია და “დანარჩენი უკვე ყველას საქმე და პასუხისმგებლობის საკითხია”.

“არაერთი მწვავე კრიზისი მახსოვს საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ისიც მახსოვს, როდის შევძელით და როდის ვერა, ამ კრიზისიდან გამოსვლა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა გულწრფელია. ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ახლა, როდესაც მისი მოკლე სიტყვა მოვისმინე, მივხვდი, რომ არ შევცდი. ჩემთვის ამ შინაგან რწმენას ყველაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დანარჩენი მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საქმე არ არის. უკვე ყველას საქმეა. ესაა პასუხისმგებლობისა და იმის თემა, შეგვიძლია თუ არა, რომ ცოტა ხნით გადავდოთ ამბიციები”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა “ქართული ოცნება” მზად ამბიციების დასათმობად, ახვლედიანი ამბობს: “დღეს იმაზე უფრო იმედიანად ვარ, ვიდრე გუშინ”.

“საახალწლო სურვილები მაქვს, უპირველესად ეს სურვილია, რომ იქნებ, ცოტა ხნით ემოციები დავაცხროთ. თუ ამას შევძლებთ, საღი გონებით მეტად შევეხიდებით საქართველოს. მგონია, რომ შედეგი მიღწევადია. ურთულესი პროცესია, მაგრამ ინიციატორს რომ მოვუსმინე, მივხვდი, რომ ეს მას სრულად და სწორად აქვს გააზრებული. მეორე მხრივ, აქ სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ასევე ვიცი მათი დამოკიდებულებაც, ვინც აქ არ იყო - მეჩვენება, რომ ამ პასუხისმგებლობას ახლა არ გავექცევით”,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს