გიორგი ვაშაძე - თუ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, არ ვხვდებით, არ ვუსმენთ, რანაირად შეიძლება, გამოსავალი მოვძებნოთ? - მაშინ ჩავიცვათ „ბოქსის“ ხელთათმანები და ვინც მოერევა, იმან მოიგოს

გულწრფელად გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, საჯარო სივრცეში რასაც ვხედავ, უფრო სკეპტიკურს მხდის ზოგადად შეთანხმებისკენ და დიალოგისკენ, ვიდრე ოპტიმისტურს, თუმცა არასაჯარო სივრცეში თითქოს გაცილებით უფრო მონდომებულები არიან, რომ რაღაც გამოსავალი მოიძებნოს ამ ჩიხიდან , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის სასახლეში მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა მძაფრი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოვიდეს.

„ეროვნულ თანხმობამდე მისვლა მარტივი არ არის, საკმაოდ რთულია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება იმისთვის, რომ ეროვნულ თანხმობამდე მივიდეთ. რაც ჩემთვის მისაღებია არის ის, რომ საქართველოში ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით და არ მოვუსმენთ, ვერასდროს ჩიხიდან ვერ გამოვალთ. შეიძლება ითქვას, რომ უცხოელების მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ერთი რამ აჩვენა, რომ მერე ინტერპრეტაციები ხდება ამ საუბრების და ლაპარაკების, იქნება მეტი რესურსია თუ პირდაპირ ერთმანეთთან ვილაპარაკებთ, რომ სიტყვის და პირობის შესრულება მეტად მოვთხოვოთ ერთმანეთს, როგორც ჩვენ ტრადიციაში არის, ქართულ ტრადიციაში. მთავარი საკითხია, ამ შეხვედრის შემდეგ რა იქნება, პრეზიდენტმა თქვა, რომ იქნება აუცილებლად შემდგომი შეხვედრები უკვე ინდივიდუალური სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, საიდანაც გამოვა ის შინაარსი, თუ რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს დიალოგი, შეთანხმება, რაღაც პროცესისკენ სვლა.

ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძაფრი პოლიტიკურ - ეკონომიკურ - სოციალური კრიზისისგან.

მარტივ კითხვას ვსვამ, თუ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, არ ვხვდებით, არ ვუსმენთ, რანაირად შეიძლება, რომ გამოსავალი მოვძებნოთ? დავამტვრიოთ თავ-პირი ერთმანეთს? მაშინ ავიღოთ „ბოქსის“ ხელთათმანები, ჩავიცვათ და ვინც ვის მოერევა, მეტად დაარტყამს, იმან მოიგოს. მე არ მგონია, რომ საქართველოს დღეს სჭირდება „ბოქსის“ ხელთათმანებით ერთმანეთთან საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა