საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, სამართლის დოქტორ ღასან ხალილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება დოქტორ ღასან ხალილის ჩართვა ბსუ-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაში, სამეცნიერო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

„ღასან ხალილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მისი ინიციატივით, Unicef-ის საქართველოს ოფისი წლებია მხარს უჭერს უნივერსიტეტს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელებაში. დოქტორ ღასან ხალილის ხელმძღვანელობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ბავშვთა უფლებების ცენტრი, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებზე, დაფინანსდა და ხორციელდება საგრანტო პროექტი ბავშვთა უფლებების ცენტრის გასაძლიერებლად, ტრენინგები გაირა აკადემიურმა პერსონალმა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებისა და სკოლამდელი განათლების საკითხებში.

დოქტორი ღასან ხალილი 2018 წლის სექტემბრამდე მუშაობდა UNICEF-ის რეგიონული ოფისის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში, იყო სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში. მას აქვს ოცდახუთ წელზე მეტი ხნის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა კუთხით, მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გაეროში, იყო დამოუკიდებელი მთავარი კონსულტანტი, არის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი და ექსპერტი.

დოქტორი ღასან ხალილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ადამიანის უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, კულტურული მრავალფეროვნება და ინტერ კულტურული დიალოგი, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები და სტრატეგიული მენეჯმენტი. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 20-ზე მეტი წიგნი და კვლევითი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ისტორიული ევოლუციის შესახებ.

დოქტორ ღასან ხალილს აქვს ლიბანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი და პარიზის სორბონის დეკარტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე