გიგი წერეთელი - ნაძვის ხის ირგვლივ შეკრებასა და საახალწლო სურვილებში ცუდი არაფერია, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამო სურათია - მაგალითად  ხაზარაძე დღეს სასამართლოში იჯდა და შესაძლოა იქვე დაეპატიმრებინათ

პარტიების ნაწილმა და ჩვენც მკაფიოდ ვთქვით, რომ კეთილი მიზანი, თუ პოზიტიური გზავნილი, რომელიც გულისხმობს ნაძვის ხის ირგვლივ შეკრებას და საახალწლო სურვილებს, თავისთავად, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამო სურათია. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასევე დაპატიჟებული იყო მიღებაზე, დღეს სასამართლოში იჯდა და შეიძლებოდა, პატიმრობაში აეყვანათ იქვე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ პროცესზე უარს არ ამბობს, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ მოსალოდნელი რეალური შედეგები.

„ჩვენ რა გვინდა თქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცალკე ინსტიტუცია და დამოუკიდებელია ყველანაირად? - ნეტა ასე იყოს.

არ ვთვლით, რომ ეს არის რაღაცნაირად დიდი შერიგების თუ დიდი თანხმობის დასაწყისი იმიტომ, რომ ამგვარად ეს საქმეები არ კეთდება და ეს საკითხები არ წყდება. მას შემდეგ, რაც განცხადება გაკეთდა, ეს მიწვევა, საახალწლო ზეიმები ერთი თემაა, მაგრამ ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო, როგორ ხედავს პრეზიდენტი. მე მგონი, დღესაც არ ყოფილა ხედვებზე ლაპარაკი, რაც მე ვიცი, განცხადება იყო ზოგადი.

რეალურად, ვისაც აქვს ძალაუფლება „ქართულ ოცნებაში“, მათგან მოვისმინეთ, რომ ეს პროცესი არ არსებობს. გეუბნებიან, რომ უნდა შევრიგდეთ, მაგრამ შემდეგ შენ აღარ უნდა დაგინახო, გაქრე პოლიტიკური არენიდან, მოინანიო და ა.შ. ეს გზავნილები არის ერთმანეთთან აცდენილი.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა მისულიყო, როცა მათი დამფუძნებელი და ლიდერი არის საპატიმროში და ყოველ დღე ცხადდება, რომ ის ცუდად არის.

არაჩვეულებრივია ის გარემოება, რომელშიც ჩვენ ვართ და ამიტომ, ასე ჩვეულებრივად მოსაწვევების დაგზავნა არ კმარა. პრეზიდენტმაც უნდა დაიმდაბლოს თავი, თუ კი მას ასეთი ინიციატივა უნდა და დაიწყოს ლაპარაკი ყველასთან, გააკეთოს შეხვედრები, ალბათ, ის ამას აპირებს.

ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ პროცესებზე, ოღონდ უნდა დავინახოთ მოსალოდნელი რეალური შედეგები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა