აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტურია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ღონისძიებები სასაზღვრო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

"2020 წელს საქართველო მუშაობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით.

კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს საზღვრებზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან, ყველა აღნიშნული პროექტი გააძლიერებს წლის განმავლობაში განსახორციელებელი პატრულირების, კონტროლისა და შეკავების შესაძლებლობებს.

საქართველომ, ასევე, დაამონტაჟა ვიდეო სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ერთ სექტორზე, ხოლო შესაბამის სასაზღვრო პატრულირების ეკიპაჟებს დაემატათ სატრანსპორტო საშუალებები და ვერტმფრენები.

საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების კრიმინალური გამოძიების ოფისმა.

საქართველომ, ასევე, მონაწილეობა მიიღო როგორც საზღვაო სივრცეში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ უწყებათაშორის სწავლებაში, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და პროექტში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური თანამშრომლობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან, საზღვაო გზით ყველა ტიპის კონტრაბანდის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

https://www.state.gov/wp-content/uploads/2021/07/Country_Reports_on_Terrorism_2020.pdf

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია