აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში მცხოვრები დევნილების იმუნიზაციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

იმუნიზაციის კამპანიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები. მოსახლეობას ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია მაღალკვალიფიციურმა ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ვაქცინაციის ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა