ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმე შეისწავლა და რეაგირებაც მოახდინა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმე შეისწავლა და რეაგირებაც მოახდინა.

ტიკარაძე საქმის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას თავად რეგულირების სააგენტო გაავრცელებს.

რაც შეეხება ზოგადად, პანდემიის პერიოდში რეგულირების სააგენტოს მუშაობას, მინისტრი ამბობს, რომ სააგენტოს მხრიდან არაერთი ეფექტიანი ღონისძიება განხორციელდა.

“რეგულირების სააგენტოს მუშაობა ამ პერიოდში უპრეცედენტოდ აქტიური იყო, ვინაიდან ჯანდაცვაში პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხარისხი და უსაფრთხოება. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ნამდვილად განხორციელდა არაერთი ეფექტიანი ღონისძიება, რომელიც ეხება ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გადაცდომებს და დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ასევე, რეგულირების სააგენტოს ახალი სტრუქტურული ერთეულით და მიდგომებით შევძელით ის, რომ რეგულირების სააგენტო პარალელურად არის სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორის პარტნიორი და ეხმარება მათ განახორციელონ ის რთული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც სწორედ ხარისხზეა ორიენტირებული. ჯიემპი და ჯიდიპი სტანდარტების დანერგვა ფარმაცევტულ სექტორში ასევე მათი დამსახურებაა”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით დაახლოებით 1 წლის წინ გარდაიცვალა. ოჯახი მის გარდაცვალებას კლინიკაში დაგვიანებით გადაყვანას უკავშირებს. საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა