მიხეილ მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის იდეალური იქნებოდა ყოფილიყო შუაში და  მისი ვადა ჩაემთავრებინა როგორც „თოჯინას“, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა აირჩია

ვერ ვიპოვე ვერცერთი წერტილი, რომლითაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გავაკრიტიკო. მან სწორი რაღაცები თქვა, თუმცა ერთი არის, რომ გაქვს სურვილი და მეორე რა არის რეალობა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

რაც შეეხება შერიგებასთან დაკავშირებით დიალოგის წარმოებაზე პრეზიდენტი ინიციატივას, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თუ ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ შერიგება სწორი გზაა, ეს დიდი ხიფათი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომლის ხაზიც მხოლოდ პოლარიზაციაზე გადის.

„ალბათ, არის მომენტი და როდესაც ადამიანი პრეზიდენტია, ხვდება, რომ რაღაც მისია აქვს შესასრულებელი. ეს მისია როგორ დასრულდება არავინ იცის. შეიძლება სალომე ზურაბიშვილს უნდოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი განმაპირობებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, მათ უნდათ თუ არა ეს ყველაფერი. ადგილობრივი თვითმმართველობის მაჩვენებლები საზოგადოების გაყოფის ძალიან თვალნათელი მაგალითია. „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ეს პოლარიზაცია აწყობთ.

მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, ღმერთმა ქნას, რომ მე ვიყო მტყუანი. სალომე ზურაბიშვილის გათვლაა, რომ ეს თემა გახდეს პოპულარული, მოდაში შემოვიდეს. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებდა, იგებდა მხოლოდ პოლარიზაციით. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს აზრის დამკვიდრებას, რომ შერიგება უნდა მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს თავიანთი გზა აქვთ, ისინი იღებენ დაკვეთებს. თუ ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს არის სწორი გზაა, ეს დიდი ხიფათი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც ხაზი აქვთ მხოლოდ პოლარიზაციაზე“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო 3 წელი შერიგებას დაუთმო, ის „აუცილებლად შევა ისტორიაში“. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების შერიგების პროცესს მხოლოდ დაეხმარება.

„თუ სალომე ზურაბიშვილმა აიღო ეს ხაზად და თავისი პრეზიდენტობის მომავალ 3 წელს სწორედ ამას მიუძღვნის ის შევა ისტორიაში, თუ არა, ის ისტორიაში არ შევა. მისთვის როგორც პრეზიდენტისთვის იდეალური იქნებოდა ყოფილიყო შუაში და ჩაემთავრებინა მისი ვადა როგორც „თოჯინას“, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა აირჩია, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ საზოგადოებაზე.

თავად სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის შერჩევა იყო პრაგმატული სვლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მას არ სურდა პოლიტიკოსი პრეზიდენტი. დღეს პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტში არ არიან, ბიძინა ივანიშვილის სტილია, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკიდან განდევნოს, ამიტომ ებრძვის პოლიტიკოსს და პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა. რა პირობებშიც ამყოფეს, ეს სუფთა წამებაა. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ. ეს პროცესი მხოლოდ დაეხმარება საზოგადოების შერიგებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფრონტაცია“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა