გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის დედა - უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო - ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს

გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მიერ 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, გორთამაშვილის ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

სასამართლო პროცესს გორთამაშვილის ოჯახის ახლობლებთან ერთად მისი დედა ესწრებოდა.

თამაზ გორთამაშვილის დედის განცხადებით, მერაბ კობიაშვილი დამნაშავეა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.

„მას იმდენი ხალხი იცავს და იმდენი ხალხი ჰყავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს.

უფალთან რომ წარსდგება და ეტყვის ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?" - აღნიშნა თამაზ გორთამაშვილის დედამ.

ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა