თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის ის სიმართლე დაგვენახებინა, რომელიც იყო, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიდნენ სწორად

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად, - ამის შესახებ გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მერაბ კობიაშვილის უდანაშაულოდ ცნობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრალდების მხარე თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსთვის სიმართლე დაენახებინა.

"თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალა და ის სიმართლე დაგვენახებინა, რომელიც იყო ამ საქმეში. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად. გამოძიების დაწყებიდან მერაბ კობიაშვილი არ აღიარებდა მიხეილ უნდილაშვილის ცემას, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თქვა, რომ მერაბ კობიაშვილს ნაცემი ჰყავდა მიხეილ უნდილაშვილი“, - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს