აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ შავ სიაში შეტანილი 37 ორგანიზაციიდან, 3 კომპანია საქართველოში საქმიანობს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს მიერ შავ სიაში შეტანილი 37 ორგანიზაციიდან, 3 კომპანია საქართველოში საქმიანობს.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ეს კომპანიებია - ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering. ინფორმაციის მიხედვითვე, აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგარეო პოლიტიკას ან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„წყალქვეშა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია ROV Solution დისტანციური მართვადი მანქანის, ანუ ROV (remotely operated vehicle) ტექნოლოგიით, წყალქვეშა მშენებლობის, ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში არის სპეციალიზებული. მისი სათაო ოფისი თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარეობს. ROV Solution დაარსდა საქართველოში და ჰყავს აგენტები ტაილანდსა და ჰონგ კონგში, სადაც ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

კომპანია კლიენტთა ფართო სპექტრს მომსახურებას დსთ-ს რეგიონის მასშტაბით უწევს. ROV Solution არის ROV ოპერატორზე დაფუძნებული დაივინგი, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ წყალქვეშა საქმიანობაზე, როგორიც არის წყალქვეშა ინსპექცია, დაივინგის მხარდაჭერა, გემის ინსპექტირება და წყალქვეშა მოვლა, ჭაბურღილისა და პლატფორმის ინსპექტირება და კიდევ სხვა რამდენიმე სერვისი. კომპანია ფლობს და ამუშავებს ROV-ების თანამედროვე ფლოტს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მოწინავე ინსპექტირებისა და საბურღი მხარდაჭერის სერვისები მსოფლიო დონეზე.

მეორე კომპანიის, SAEROS Safety ERO Company-ის შესახებ ინტერნეტში მხოლოდ ის იძებნება, რომ რეგისტრირებულია თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე 2-ში და რუსულ კომპანიებთან პარტნიორობს. როგორიც არის შპს „ნეფტეპრომინვესტი“ (НЕФТЕПРОМИНВЕСТ) და „იმპერია“ (ИМПЕРИЯ). კომპანია სამშნებლო მასალებისა და ნავთობროდუქტების იმპორტიორია, როგორების არის პოლიკარბონატის სამშენებლო ფურცლები, სამკომპონენტიანი სილიკონის რეზინის ჰერმეტიკა, მაზუთი, ნედლი ნავთობი, საავიაციო საწვავი და გოგირდის დიზელი და სხვ.

რაც შეეხება კომპანია Gensis Engineering-ს, ის თურქული კომპანიაა და 2005 წელს დაარსდა. კომპანია სერტიფიცირების და ხარისხის მართვის სისტემების კონსულტაციის სფეროში მუშაობს. მისი მთავარი კლიენტები ლიფტის კომპანიები არიან.

ექსპორტის ადმინისტრირების რეგულაციების (Export Administration Regulations-EAR) ცვლილებებით, აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგარეო პოლიტიკას ან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

კერძოდ, ეს კომპანიები წარმოადგენენ იმ ქსელის ნაწილს, რომელიც აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით, ირანს ამერიკული წარმოების პროდუქციას აწვდიან ან მიწოდების მცდელობა აქვთ. ეს, საბოლოოდ, ირანის თავდაცვის მრეწველობას მატერიალურ დახმარებას უწევს.

ამ კომპანიებისთვის EAR-ის წესებს დაქვემდებარებულ ყველა საქონლის ექსპორტზე, რეექსპორტზე ან შიდატრანსფერებზე წინასწარი შემოწმების გზით მოხდება ლიცენზიის უარყოფა, შესაძლო გაცემა ან მათ გადაზიდვებზე სალიცენზიო პირობების დაწესება აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (Bureau of Industry and Security-BIS) უფლებების გაფართოებით. ყველა ლიზენზიას BIS შეამოწმებს“, - აღნიშნულია მასალაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს