იუსტიციის მინისტრი - იმედი მქონდა, რომ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის  გარკვეულ წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაგვებედებოდა კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი

დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მისი თქმით, სამწუხაროდ ოპოზიციას ცივილური ფორმით საუბრის სურვილი არ აქვს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ დარბაზის გარკვეული ნაწილი ცარიელია. არადა, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ, მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ეს, ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

"მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოსვლას ოპოზიციის ნაწილი ესწრება. როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმშია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა