ელენე ხოშტარია - ძალიან შეწუხებული ვარ და ვღელავ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ძალიან შეწუხებული ვარ და ვღელავ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის, რომ მას პოსტტრავმული სინდრომი აქვს, ამის ეჭვი ისედაც გვქონდა - იმის გამო, რომ მისი უფლებები გლდანში გადაყვანის პროცესში შეილახა და შემდეგ იქ ყოფნის დროს, ამან დაუტოვა მძიმე დაზიანებები, მათ შორის ფიზიკური, რაც აისახება ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გაყვანა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ციხეში მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, შეუძლებელია.

„ძალიან შეწუხებული ვარ და ვღელავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩემი შთაბეჭდილებების შემდეგ, ვნახე სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომელსაც 100%-ით სრულად ვენდობი. ის, რომ პრეზიდენტს აქვს პოსტტრავმული სინდრომი, ამის ეჭვი და საფუძველი გვქონდა, ისედაც რომ გვევარაუდა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტტრავმული სინდრომი ნიშნავს, რომ იმ მოპყრობის გამო, შიმშილობაზე დაგვიანებული რეაგირების გამო, რომ არ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე იმის გამო, რომ მისი უფლებები გლდანში გადაყვანის პროცესში შეილახა და შემდეგ იქ ყოფნის დროს, ამან მას მძიმე დაზიანებები დაუტოვა, მათ შორის ფიზიკური, რაც აისახება ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა იქნება აქედან გამოსავალი. არ შეიძლება ვიძახდეთ, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი და შემდეგ ამას ჩვეულებრივად ვეგუებოდეთ. რაღაც მოქმედება არის აუცილებელი. მე, მაგალითად არაერთ ჯგუფთან მქონდა და მექნება ინტენსიურად და რეგულარულად შეხვედრები. ეს არის ხალხი, ვინც არ არის სუბიექტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არიან არც მისი პარტიის წევრები, არ არიან მისი მიმდევრები, მაგრამ საზოგადოებაში საკმაოდ ფართო წრეებს ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში, არ შეიძლება. ეს შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მკურნალობის მიღება თუ სხვა. ყოველ შემთხვევაში ეს გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს ეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს