მიხეილ სარჯველაძე ფილიპ კორის და ღასან ხალილს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებისა და იმპლემენტაციის პოზიტიურ შედეგებზე და იმ სფეროებზე, სადაც მდგომარეობა ბავშვთა უფლებრივი თვალსაზრისით საგრძნობლად გაუმჯობესდა, ასევე იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და რომლის დასაძლევადაც ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით იღვწის“, - აღნიშნულია ინფომაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა