„თელმიკომ“ დიდ დიღომსა და გლდანში კლიენტთა მომსახურების ცენტრები გახსნა

დღეს თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ორი ახალი ცენტრი დიდ დიღომსა და გლდანში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელმიკო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, საბურთალოს გარდა, ორ სხვა ლოკაციაზეც შეძლებს.

ახალი ცენტრების მისამართებია: გლდანი – ომარ ხიზანიშვილის №8 და დიდი დიღომი – პეტრე იბერის №16.

ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ბრუნვის ისტორიის მიღება; მომხმარებლის განაცხადის მიღება; რეკვიზიტების დაზუსტება; ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება; გადახდილი თანხის კორექტირება; დავალიანების გადანაწილება; გადახდის ვადის გადავადება და სხვა.

„თელმიკოს კლიენტთა მომსახურების ცენტრები აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:

საბურთალოს და გლდანის ცენტრი

ორშაბათი – 9:00-20:00 სთ.

სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ.

შაბათი – 10:00-15:00 სთ.

დიდი დიღმის ცენტრი

ორშაბათი – პარასკევი – 9:00-18:00 სთ.

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ ოპერირება 2021 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. ის დღეს დედაქალაქის 600 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით და უწევს მასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამ დრომდე „თელმიკომ“ უკვე გახსნა აბონენტთა მომსახურების სამი ცენტრი. უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნას ის თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777. ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა