ნიკოლოზ ხატიაშვილი ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვენებულ ანგარიშს აფასებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვენებულ ანგარიშს აფასებს.

მისი განცხადებით, გამოქვენებულ ანგარიშში ასახულია ყველა ის გლობალური ტერორისტული საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო იდგა 2020 წლის განმავლობაში. ასევე, საუბარია ყველა ნაბიჯებსა და ღონისძიებაზე, რომელიც გადადგა როგორც აშშ-მა, ასევე სხვა ქვეყნებმა ტერორიზმთან, რადიკალიზაციასთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით.

„დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად არაერთი ღონისძიებისა და მნიშვნელოვანი პროგრესისა, ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს მსოფლიოსთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ერაყში, სირიასა და აფრიკის კონტინენტზე. დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში საუბარია საქართველოზე, როგორც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვან კონტრიბუტორზე და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაზე რეგიონში. კონტრტერორისტული მიმართულებით, საქართველოს შესაბამისი უწყებების პროფესიონალიზმს, ასევე როგორც მათ მიერ გაწეულ საქმიანობას, მიღწეულ შედეგებსა და პროგრესს მაღალ შეფასებს აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტი, რაც უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის მტკიცე თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა ,“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა