სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის თქმით, სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები. გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები. გაიწერა ახალი სანებართვო პირობები კარდიოქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიმწოდებლებისთვის, კერძოდ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული ნაწილის მოთხოვნები, პერსონალის რაოდენობა, უწყვეტი სამედიცინო განათლების ვალდებულება და ა.შ. ამოქმედდა ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, საქართველოში პირველად გაიცა GMP და GDP სერტიფიკატები. შეიქმნა პაციენტზე, სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმზე ორიენტირებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემა“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით ეროვნული ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობას.

მისი თქმით, მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაზეა გადასული და ლაბორატორიის შექმნისთვის მობილიზებულია როგორც ბიუჯეტი, ასევე ინფრასტრუქტურა.

გამოსვლის ბოლოს, ზაალ კაპანაძემ სააგენტოს ფუნდამენტური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ, როგორც მარეგულირებელს გვაკისრია პასუხისმგებლობა ხარისხის უზრუნველყოფაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნულისთვის გვქონდეს ქმედითი ბერკეტები, რომელიც დღეს, რეალურად გვაქვს შეზღუდული სახით. სწორედ ამიტომ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მორგებული იქნება პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებითა და ქვეყანაში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, გახდება შესაძლებელი სამედიცინო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რითიც ისარგებლებს როგორც მოქალაქე, რადგან მიიღებს პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებასა და ხარისხიან მედიკამენტს, ასევე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც, რათა მათ მიმართ გაიზრდება ნდობა“,-აღნიშნა კაპანაძემ.

ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო