გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს - სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე რომ საუბრობთ, რატომ არ ითვალისწინებდით მის რეკომენდაციებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით?

სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე რომ საუბრობთ, რატომ არ ითვალისწინებდით მის რეკომენდაციებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოდგენილი, არამარტო სააკაშვილის საქმეზე, არამედ ბევრ სხვა უფლება დარღვევით საქმეზე? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოდის.

ვაშაძემ ბრეგაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანში მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაა ასახული. ვაშაძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა ვინ ჩაიდინა ეს „უკანონობა“ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

„მე ხელთ მაქვს აუდიტის დასკვნები წლების მიხედვით, მათ შორის 2021 წელს და წაგიკითხავთ რამდენიმე ციფრს - 2 მილიონ 713 ლარი, 719 ათასი ლარი, მილიონ 491 ათასი ლარი, 651 ათასი ლარი, 491 ათასი ლარი და ა. შ. ეს არის თქვენ სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში დანაკლისი. რაც ნიშნავს იმას, რომ გაფლანგვა ხდება სახელმწიფო ქონების, საკუთრების. თქვენ რა რეაგირება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? რატომ ხდება ისე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ ხდება? პასუხისმგებელი ადამიანი არავინ არ არის გამოვლენილი ამხელა თანხების გაფლანგვაზე და კორუფციის სქემებზე თქვენ უწყებაში? ხომ არ ხდება ისე, რომ კორუფცია არის მართვის მთავარი მექანიზმი მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ყოველთვის თქვენ პოლიტიკურ დავალებას ასრულებს?

თქვენ გამოსვლაში ბრძანეთ, რომ თანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურთან. მათ უკანონოდ მიიჩნიეს თქვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. მე მაქვს კითხვა - ეს უკანონობა ვინ ჩაიდინა თქვენ უწყებაში? პირადად თქვენ მიეცით ეს დავალება თუ ვინმე სხვა ადამიანმა მიიღო უთქვენოდ გადაწყვეტილება, რაც წარმოუდგენელია. ვინ არის ამაზე კონკრეტულად პასუხისმგებელი? სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე რომ საუბრობთ, რატომ არ ითვალისწინებდით მის რეკომენდაციებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოდგენილი არამარტო სააკაშვილის საქმეზე, არამედ ბევრ სხვა უფლებადარღვევით საქმეზე? რატომ ხდება ისე, რომ სადაც პოლიტიკური ინტერესია იქ მაქსიმალურად ჩართულობა არის და ყველა გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოდ მიღება ხდება, სადაც დასაცავია კანონი, იქ იუსტიციის მინისტრს და მის უწყებებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა