გია  ვოლსკიმ ლაშა ტალახაძეს პარლამენტის სახელით გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრის, ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, არაერთი რეკორდის ავტორის ლაშა ტალახაძის გამარჯვებას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა თქვენი, ჩვენი კოლეგების სახელით საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ლაშა ტალახაძემ მოიპოვა ორჭიდში. ეს მსოფლიო რეკორდია და იმის გარდა, რომ ბოლო პერიოდში გაგვანებივრეს ჩვენმა სპორტსმენებმა ასეთი შესანიშნავი გამარჯვებებით, არის კიდევ რაღაც, რაც საქართველოს ჭირდება-გარკვეული სიხარულები.

ლაშას დიდი მადლობა, რომ ეს სიხარული მოგვანიჭა ყველას-ჩვენ და მთელ საქართველოს", - განაცხადა ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა