გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს - ხომ არ არის კორუფცია მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში?

ხომ არ არის კორუფცია მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, - ამ კითხვით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ვაშაძემ მინისტრს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ აუდიტის დასკვნა წარუდგინა და დაინტერესდა, თუ რა რეაგირებას ახდენს ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მინისტრი.

"მე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით, მათ შორის 2021 წლის დასკვნა და წაგიკითხავთ რამდენიმე ციფრს: 2 713 000 ლარი; 719 000 ლარი; 1 491 000 ლარი; 651 000 ლარი და ა.შ. ეს არის თქვენს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში დანაკლისი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, ვიღაცის მიერ მითვისება ხდება. მე მაინტერესებს თქვენ რა რეაგირება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?! რატომ არ ხდება ამ საქმეების გამოძიება?! არავინ არ არის პასუხისმგებელი, ამხელა თანხების გაფლანგვაზე და კორუფციულ სქემებზე თქვენს უწყებაში. ხომ არ ხდება ისე, რომ კორუფცია არის მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ყოველთვის თქვენს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს?!", - განაცხადა გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა