რუსლან აბაშიძემ ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

„ ფორუმის განსახილველი თემები იყო სამოქალაქო ინტეგრაცია (ზოგადი) დევნილ-ქალთა გაძლიერება, დიასპორები და დევნილი ემიგრანტები, ქართულ-აფხაზური დიალოგი, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია და ადამიანის უფლებები და ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისა ჩართულობის პოლიტიკის ჭრილში.

ფორუმი ახალგაზრდების, ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩართულობის და ინტეგრაციის მიმართულებებს.

ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიკაცია და მათ საფუძველზე დევნილთა ინტეგრაციის მხარდასაჭერი ღონისძიებების დაგეგმვა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო