იუსტიციის მინისტრი - მას შემდეგ, რაც შესაბამისი დასკვნა, სამედიცინო პერსონალის თანხმობა გვექნება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში, სადაც თავიდან იყო შესახლებული

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განხორციელდა და არა გატაცება, როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.

„განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და არა გატაცება, როგორც სრულიად აბსურდულად ამტკიცებდნენ ჩვენი ოპონენტები. როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზეც, მიღებული იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ ის საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას.

როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა? - ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა, თავიდან აგვერიდებინა შესაძლო გართულების რისკები, სწორედ ამ მიზნით იყო გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

პარალელურად არსებობდა შესაბამისი დასკვნა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალისგანაც და თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.

რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, როდესაც გადაყვანილი იყო, თავიდან თუ გახსოვთ, მათ შორის, მისი ადვოკატები და ჟურნალისტები საუბრობდნენ, რომ მას იძულებით დაატოვებინეს მე-12 დაწესებულების ტერიტორია. ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, გავრცელდა კადრები.

ისტერიული ფონის შექმნას ცდილობდნენ, მხარდამჭერების მობილიზება მოეხდინათ, რაც საფრთხეს შეუქმნიდა პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, რასაც ვერ დავუშვებდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ სხვა პატიმრებიც იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არ არის. ცდილობდნენ დაეძაბათ სხვა პატიმრების მშობლები და არეულობა გამოეწვიათ “, -აღნიშნავს ბრეგაძე.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მას შემდეგ რაც შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანენ.

„ მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა