რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - არ ყოფილა არცერთი დარღვევა გადაყვანის პროცედურაში - მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ

როდესაც გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული მათ შორის საზოგადოებრივ მშვიდობაზე, მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაზე, გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არცერთი დარღვევა, მთელი ამ გადაყვანის პროცედურაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ე.წ. გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ.

რომელ ძალადობრივ "ინვაზიაზეა" საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს.

როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ ხარ იურისტი, გაქვს იურიდიული განათლება და ამბობ, რომ ადამიანი გაიტაცეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, საუბარიც ზედმეტია კვალიფიციურობაზე”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა