რატი ბრეგაძე - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ვერ  გვექნება ვერავისთან, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ვერც ერთი პატიმრის მიმართ, წარსულში მისი სტატუსის მიუხედავდ, ვერ იქნება.

ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ,,მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატ ეკა სეფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე ვინც არ უნდა იყოს ის იქნებოდა ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. ბუნებრივია, ჩვენ მარადჟამს ვიქნებით ამ პრინციპის დამცველი. თუმცა კანონის თანასწორობა კონკრეტულად პენიტენციურ სისტემაში გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება არის შესაბამისი წესით დაცული. თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი არა აქვს მნიშვნელობა ყოფილ სტატუსს არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები და ნებისმიერი პატიმრის უფლებადამცველს, ასევე სხვა გულშემატკივარ ადამიანსაც, რა თქმა უნდა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ესეც კონსტიტუციური ჩანაწერია. ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა კარგად იციან ყველა იმ სამართლებრივი შესაძლებლობის შესახებ რაც მათ აქვთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნისა და სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილი კვლავ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდება.

,,მას შემდეგ რაც გვექნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა როგორც უკვე მრავალგზის განვაცხადე გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატით გამოსვლისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა