საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებულ სანქციადადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე  გამოძიება დაიწყო

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს მიერ შავ სიაში შეტანილი 37 ორგანიზაციიდან, 3 კომპანია საქართველოში საქმიანობს.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ეს კომპანიებია - ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering. ინფორმაციის მიხედვითვე, აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგარეო პოლიტიკას ან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"კერძოდ, ეს კომპანიები წარმოადგენენ იმ ქსელის ნაწილს, რომელიც აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით, ირანს ამერიკული წარმოების პროდუქციას აწვდიან ან მიწოდების მცდელობა აქვთ. ეს, საბოლოოდ, ირანის თავდაცვის მრეწველობას მატერიალურ დახმარებას უწევს.

ამ კომპანიებისთვის EAR-ის წესებს დაქვემდებარებულ ყველა საქონლის ექსპორტზე, რეექსპორტზე ან შიდატრანსფერებზე წინასწარი შემოწმების გზით მოხდება ლიცენზიის უარყოფა, შესაძლო გაცემა ან მათ გადაზიდვებზე სალიცენზიო პირობების დაწესება აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (Bureau of Industry and Security-BIS) უფლებების გაფართოებით. ყველა ლიცენზიას BIS შეამოწმებს“, - აღნიშნულია მასალაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა