იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ქვეყანაში მედიაციის სამი ახალი სივრცე შეიქმნება, რაც მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყების მხრიდან მედიაციის მექანიზმის გამოყენების ხარისხი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს მედიაციის მექანიზმს, რასაც პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების საქმეებზე 2021 წელს დაფიქსირებული წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი - 71%-იანი მაჩვენებელი ცხადყოფს.

მისი თქმით, კიდევ უფრო გაძლიერდება აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულება. კერძოდ, მომავალ წელს ქვეყანაში მედიაციის სამი ახალი სივრცე შეიქმნება, რაც მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს