ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრს - პატიმრების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი საბჭოთა სისტემით მუშაობს - არის ნულოვანი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

პატიმრების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი საბჭოთა სისტემით მუშაობს - არის ნულოვანი გამჭვირვალობა და ნულოვანი ანგარიშვალდებულება, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.

ნაცვლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.

“კომისიის წევრების სახელები და გვარები რომ მომეპოვებინა, თვეებია მაქვს მიმოწერა თქვენს უწყებასთან. ეს არც მე და არც საზოგადოებას არ უნდა სჭირდებოდეს! ანგარიშებს უნდა გაბარებდეთ თქვენ და მთელს საზოგადოებას თუ როგორც მუშაობს კომისია, რატომ, რაზე დაყრდნობით იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებმა საკუთარი ცოდნით, კომპეტენციითა და განვლილი გზით ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები რამდენად დაიმსახურეს“, - მიმართა რატი ბრეგაძეს ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა