იუსტიციის მინისტრის ვარაუდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჰააგაში დაწყებული გამოძიების პირველადი შედეგები მომავალი წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის ვარაუდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჰააგაში დაწყებული გამოძიების პირველად შედეგებს მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.

როგორც ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იუსტიციის სასამართლო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობს და შეხვედრები რეგულარულად იმართება.

“უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქს იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებაზე საქართველოს სასარგებლოდ ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს და ქართველების სიმართლე გამოძიებით დადასტურდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ღირსეული ოფიცრები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, მათ ქმედებებში ყველა ის საერთაშორისო ნორმა იყო გათვალისწინებული, რაც ომთან დაკავშირებულ სამართალს შეეხება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

ბრეგაძის ინფორმაციით, გამოძიების დასრულების ზუსტი ვადა უცნობია და მთლიანად სასამართლოს პროკურორის ოფისზეა დამოკიდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა