რატი ბრეგაძე - არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის ნაწილია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული არქივის საქმიანობისა და აქ დაგეგმილი პროექტების შესახებ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია. წლების განმავლობაში შექმნილი დოკუმენტების შესანახად არც ერთი ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება მათი გაციფრულება და ამ ფორმით დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „გაციფრულება გაზრდის ხელმისაწვდომობას და ბევრად უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი დოკუმენტის მოპოვება. რა თქმა უნდა, გაციფრულების პროცესი ასევე გაამარტივებს საქმისწარმოების პროცედურებსაც. ჩვენი მიზანია, სამუშაო დღის ბოლოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები, უკვე იყოს დაარქივებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა ისაუბრა არქივის ახალ ინფრასტრუქტურაზეც.

„წელს ახალციხეში გავხსენით არქივის ახალი შენობა, რომელიც ემსახურება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მომავალ წელს კი დაემატება ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიც. დაგეგმილია გორში არქივის ახალი შენობის აშენება და აღჭურვა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის დოკუმენტები საიმედოდ შეინახება“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება თბილისში ეროვნული არქივის თანამედროვე ტიპის ახალი შენობის პროექტზე მუშაობაც, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ იქნება დაცული.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს