ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრს - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში 95-ჯერ  არის ნახსენები სიტყვა  “ოკუპაცია“, სწორედ იმ უწყების და ხალხის დამსახურებით, ვინც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა

2021 წლის 21 იანვრის ისტორიული გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ! ამ გადაწყვეტილებაში 95-ჯერ არის ნახსენები სიტყვა - ოკუპაცია, სწორედ იმ უწყების დამსახურებით და იმ ხალხის დამსახურებით, ვინც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენის დროს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ სწორედ ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია და სწორედ, ის არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომელიც მიმდინარეობდა 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და ე. წ. ბუფერულ ზონებში.

„სწორედ, ამ გადაწყვეტილებაში დეტალურადაა მიმოხილული და საუბარი ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ მკვლელობებსა და დევნაზე და არის სწორება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არის ნამდვილად ისტორიული. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელსაც „ქართული ოცნება" იუსტიციის სამინისტროს საშუალებით დაუტოვებს ჩვენს მომავალ თაობას", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს წინ აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დავა ოკუპანტ ქვეყანასთან.

„ჩვენ, ერთად უნდა შევძლოთ, სწორედ, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ყველა სამართლებრივი დავა მოუგოთ ოკუპანტ ქვეყანას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები და ბატონი მინისტრი ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვიზეიმოთ მორიგი ისტორიული გამარჯვებები", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს