იუსტიციის მინისტრის განცხადებით, “ნამახვანჰესის“ კონტრაქტის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით დასკვნა მომზადებულია და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, “ნამახვანჰესის“ კონტრაქტის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალება შესრულებულია.

როგორც მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სამინისტრომ იურიდიული კომპანია შეარჩია.

მისივე თქმით, დასკვნა მომზადებულია და მისი საზოგადოებისთვის გაცნობა უახლოეს პერიოდში მოხდება.

“გამარჯვებულია საერთაშორისო იურიდიული კომპანია “სიემესი“. კონკურსი საჯარო წესით გამოცხადდა. ეს არის გამარტივებული შესყიდვა, რომელიც საჯაროდ გამოცხადებას არ საჭიროებს, მაგრამ ჩვენ ერთი პრინციპული მიმართულება ავირჩიეთ, რომელსაც მათ შორის არბიტრაჟებთან მიმართებაში გამოვიყენებთ - კონკურსი საერთაშორისო იურიდიული ფირმებისთვის ყოველთვის საჯარო იქნება. ღია კონკურსში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც თანაბარი დონის იყვნენ. რომელსაც ნაკლები ფასი ჰქონდა, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნა მიღებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა