პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. სესია დახურულად პლენარულ სხდომაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ამასთან, დეპუტატები ზამთრის არდადეგებზე წასვლას ჯერ არ აპირებენ. არსებული ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
რიგგარეშე სხდომების მოწვევა დაგეგმილია მომავალი კვირისთვის.
რაც შეეხება საგაზაფხულო სესიას, ის თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.