რატი ბრეგაძე - თუკი 2005 წელს სტიპენდია მქონდა, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო?

2005 წელს, როდესაც დავასრულე სწავლა, მქონდა მოწვევა ჰამბურგის ინსტიტუტიდან და მაშინ დაარსდა პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდი - თუკი მე 2005 წელს მქონდა სტიპენდია, ამის გამო, დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვარ, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო? - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე მოსმენაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რატი ბრეგაძის სტიპენდიასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, 2005 წელს მან ეს სტიპენდია კონკურსის გავლის შედეგად მიიღო და არა კონკრეტულ პირის ჯიბიდან.

„2005 წელს, როდესაც დავასრულე სწავლა, მქონდა მოწვევა ჰამბურგის ინსტიტუტიდან და მაშინ დაარსდა პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდი. ეს არ იყო ვინმეს სახელობის ფონდი, არც არავის ამოუღია თანხა ჯიბიდან და ჩემთვის არ მოუცია. მოწვევის საფუძველზე გავიარე კონკურსი და მივიღე სტიპენდია. ამის შესახებ მე ყველგან მაქვს საუბარი. ვიმყოფებოდი ჰამბურგში 10 თვის განმავლობაში. ასევე იყვნენ სხვა ახალგაზრდებიც. თუკი მე 2005 წელს მქონდა სტიპენდია, ამის გამო, დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვარ, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო? ჩემთვის სრულიად ამოუცნობი ფენომენია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა უაკორდო მუსიკა იყო.

„ქალბატონი სალომე საუბრობდა ერთაკორდიან მუსიკაზე. მინდა გითხრათ, რომ მათ შორის მუსიკალური განათლებაც მიღებული მაქვს და კონსერვატორიაშიც ვსწავლობდი. მეტ-ნაკლებად ვერკვევი მუსიკაში და თქვენი გამოსვლა იყო არა ერთ აკორდიანი, არამედ უაკორდო მუსიკა და საერთოდ ნოტების გარეშე შესრულებული - სიჩუმეში, ჩუმად შესრულებული, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმოდათ“, - მიმართვა მინისტრმა სამადაშვილს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან