რომან გოცირიძე - ვიცოდით, რომ პრეზიდენტთან საახალწლო მიღება იყო, ტრადიციული ალაფურშეტი, ამის გამო ბევრი არ მივიდა

გუშინ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო საახალწლო მიღება, ტრადიციული ალაფურშეტი, რომელიც იმართება ხოლმე პრეზიდენტის სასახლეში - ამის გამო ბევრი არ მივიდა, - ასე უპასუხა შეკითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი,“ თუ რატომ არ იმყოფებოდნენ მათი პარტიის წარმომადგენლები ორბელიანის სასახლეში, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე.

რომან გოცირიძის თქმით, ბევრმა გააკეთა განცხადება, მიესალმება თუკი მართლაც იქნება ე.წ. შერიგების ინიციატივა.

„გუშინ ჩვენ ვიცოდით, რომ საახალწლო მიღება იყო, ტრადიციული ალაფურშეტი, რომელიც იმართება ხოლმე პრეზიდენტის სასახლეში. გუშინ აღმოჩნდა უფრო მცირერიცხოვანი, მხოლოდ გარკვეულ სეგმენტზე ორიენტირებული. როგორც წესი, პრეზიდენტის სასახლეში პატიჟებს ყველას, ასობით ადამიანს, ეს ფორმატი იყო. ამის გამო ბევრი არ მივიდა და ბევრმა გააკეთა განცხადება, მიესალმება თუკი მართლაც იქნება ასეთი ინიციატივა გამოჩენილი და პროცესი დაიწყება, მაგრამ ამის შესახებ ვიმსჯელებთ საქმიანად.

არაფერი განსაკუთრებული არ იყო. არ მისვლა იმას ნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნებიდან“ ადამიანი, რომელთანაც ჭიქები უნდა აჯახუნო, გეუბნება, რომ უნდა დაგხურო, დაგიჭირო, პარტია გავაუქმოთ. რეზოლუცია მიიღეს, პარლამენტში კენჭი უყარა იმ ადამიანებმა, ვინც გუშინ ალაფურშეტზე იყო, უნდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, აიკრძალოს. კიდევ კარგი 6 თუ 7 ხმა დააკლდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა