Kontakt Home-ს საზეიმო გახსნა სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ის მე-2 სართულზე, 10 დეკემბერს გაიმართა. მომხმარებელს სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სახალისო შეჯიბრი, ბევრი გართობა, ფასდაკლებები, ბონუსები და საჩუქრები დახვდათ.
სტუმრები დაესწრნენ პროფესიონალი ბარისტას მასტერკლასს. მხიარულ და საჩუქრებით სავსე გათამაშებასა და კულინარიულ შეჯიბრში, ცნობად სახეებთან ერთად, ვიზიტორებმაც ცადეს ბედი.
პატარებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად, სპეციალურად მოეწყო საბავშვო ზონა. ცერემონიალის სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები და გიფებიც გადაიღეს.
მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში იხილოს ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის ყველაზე დიდი ასორტიმენტი, თანაც - საუკეთესო ფასად! 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი, მაღაზია Kontakt Home მხოლოდ გლობალური ბრენდების პროდუქციას წარმოგიდგენთ, მათ შორის: Samsung, Apple, LG, Bosch, Toshiba, Electrolux, Huawei, Braun, Delonghi, Gorenje, Hisense, Beko, Lenovo, HP, Realme, Sony, Panasonic, BQ, Sonorous, Elari, Thomas, Beurer, Hoffmann, Madam Coco და ა.შ.
ყველაფერი თქვენი სახლისთვის, ერთ სივრცეში
ჭკვიანი გაჯეტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის შეძენა ერთ სივრცეში შეგიძლიათ, სადაც 20 000-ზე მეტი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. Kontakt Home-ი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს იპოვოს მისთვის საჭირო პროდუქცია: ციფრული ტექნიკა; დიდი და პატარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა; სკუტერები; სეგვეი და სხვა ტიპის ტრანსპორტი თუ ტექსტილი.
აქ შოპინგი ძალიან კომფორტულია.
50%-მდე ფასდაკლება, საუკეთესო ფასები და განვადების შესაძლებლობა
მაღაზიაში 3 წლიანი გარანტიის გარდა, მოქმედებს შემდეგი პირობაც: თუ მომხმარებელი სხვა ოფიციალურ ქსელებში ანალოგიურ პროდუქტზე უკეთეს შეთავაზებას იპოვის, Kontakt Home მას სხვაობის 120%-ს დაუბრუნებს!
ერთ-ერთი ლიდერი რითეილ-ქსელის Kontakt Home-ს ისტორია მომხმარებლებთან ერთად დაიწყო, რადგან მათი სურვილები და საჭიროებები კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს. Kontakt Home-ის სლოგანია: „კონტაქტი გაბედნიერებს“, მთავარი მისია - მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომხმარებლის ბიუჯეტიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი მუდამ ანებივრებს თავის მომხმარებელს სიურპრიზებით. აქ შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ საყვარელი, გლობალური ბრენდების პროდუქტები.
დაგეგმილი აქტივობების, კონკურსისა და ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ინსტაგრამის გვერდზე, ან დარეკეთ ქოლ ცენტრში *6060 ნებისმიერი კითხვისთვის.
Instagram: https://www.instagram.com/kontakt.ge/
https://www.facebook.com/kontakt.ge
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"