ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესაგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრმა უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივან კორჩოკს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ივან კორჩოკს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სფეროში განხორციელებული პრაქტიკული მექანიზმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებები გააცნო და ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას კოლეგა, იაროსლავ ნადი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს