სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა

უსაფრთხოება და სტაბილურობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს ყველა ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკიდურეს გადაწყვეტილებას, დაუპირისპირდეს მსოფლიოს ძველ წესრიგს – ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს ტერიტორიაზე; ვხედავთ, რომ ეს მაგალითი ახლა სხვაგან მეორდება და ვხედავთ უკიდურესად შემაშფოთებელ ქცევას უკრაინაში; ვხედავთ, რომ ბელარუსი იყენებს მიგრანტებს და ეს არის ახალი ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის; ვხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან შემაშფოთებელ ახალ ტენდენციებს და უნდა ვიპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები. გუშინ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ქართველის მკვლელობაზე. ეს არის ის სამყარო, სადაც ჩვენ წელს ვცხოვრობდით და სავარაუდოდ, მომდევნო წელსაც გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პოლარიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პატარა ქვეყნებს, ახალ დემოკრატიას, არამედ დიდ ქვეყნებსაც.

„ასევე ცნობილია შიდა უკიდურესი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში, სადაც ის უკიდურესად იყო წარმოდგენილი, პოლარიზაცია, უკიდურესად პოლარიზებული კონტექსტის არჩევნები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი პოლიტიკური საკითხებია, სადაც სახელმწიფო ინტერესები ცალსახად გვერდით არის გადადებული ცალკეული პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ. პოლარიზაცია ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელმაც დააზარალა არა მხოლოდ საქართველო, პატარა ქვეყანა, ახალი დემოკრატია, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დიდი დემოკრატიული ქვეყნებიც დაზარალდნენ ამ პოლარიზაციის გამო. როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია, რომელსაც ბევრი ქვეყანა იზიარებს და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლახან ჩატარებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სამიტი იყო პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ დავინახეთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამი ვიზიტი - ეს არის ის, რაც, ალბათ ჯერჯერობით გაცნობიერებული არ გვაქვს, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ცვლილება იყო. ვინაიდან ეს მიანიშნებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, იყოს აქტიური. ვხედავთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ჩვენ მზად ვართ, შეგვიძლია წინსვლა და ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა. მე გამოვთქვი ახალი ინიციატივა, რომელიც გაერთიანების მცდელობაა, უთანხმოებების გადალახვის მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება პლურალისტული უნდა დარჩეს. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ერთნაირად ბევრ განსხვავებულ საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, რა აზრი აქვს განსხვავებულ აზროვნებას ან განსხვავებულ საკითხებს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთად განხილვა. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა ამ ყველაფრის გადასალახად და განვიხილოთ უთანხმოებები, რადგან შესაძლოა, ერთმანეთის მოსმენა საინტერესო იყოს და ვფიქრობ, ამით ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც არის საქართველოს იდენტობა, რომელიც იყო ერთიანობა და ტოლერანტობა. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს ეს ქვეყანა არ იარსებებდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იარსებებს და რომ ერთად შევძლებთ ამ ახალი გამოწვევების დაძლევას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა