სოფელ შიბლიანში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ შიბლიანის ტერიტორიაზე მოეწყო 800 მეტრი სიგრძის დახურული ქსელი, გამანაწილებელი ჭები და სარეგულაციო კვანძები.

“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციაპლიტეტების სოფლების - შიბლიანის, ზემო კაჭრეთისა და ჯიმითის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე; შემცირდება წყლის დანაკარგი; ზედაპირულად წყლის დინებისგან სავარგულების დაჭაობების საფრთხე აღარ იარსებებს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა