ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო განაგრძობს წარმატებებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში

საქართველო განაგრძობს წარმატებებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით წელს საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს.

„ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგია არაერთი მიმართულებით, როგორიცაა ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მთავრობის ღიაობა.

„გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ინდექსი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს როგორებიც არის: ბიზნესგარემო, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, კორუფციის ინდექსი, ფინანსური სტაბილურობა.

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყნებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მინდა ასევე მოკლედ შევეხო მთავრობის მიერ შემუშავებულ ათწლიანი გეგმებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორციელებაც უკვე მომდევნო წლიდან დაიწყება. ეს პროექტები არსებითად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს განვითარებას და ყველა მიმართულებას გააძლიერებს. ფაქტია, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა, რომელსაც არ ჰქონია დროში გაწერილი კონკრეტული, რეალისტური გეგმა. წელს, ჩემი დავალებით, ყველა სამინისტროს დონეზე დამუშავდა არსებული გამოწვევები და წარვუდგინეთ საზოგადოებას ათწლიანი სამოქმედო გეგმები. მე კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მათ და მომდევნო წელს განსახორციელებელ პროექტებზე გავამახვილო ყურადღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო