ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წლიდან ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს - მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოსცდება მშპ-ს 50%-ს

ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური მდგრადობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს, უკვე წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს, რაც 1.1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში.

„ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება, ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოსცდება მშპ-ს 50%-ს.

განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რის შემდგომაც მოხდება რისკების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საწარმოების ფორმირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა