ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პრემიერის თანამდებობა დატოვოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტყუილის გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გადაიფაროს ოპოზიციის შიგნით არსებული კონფლიქტი.

„ეს არის ტყუილი, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანავე, კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია არ დაადასტურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს