ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის თებერვლიდან, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

გაისად უკვე შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იგეგმება, რომ დაინერგოს სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას.

„7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის გაისად გამოიყოფა დამატებით 10 მილიონი ლარი, რაც უზრუნველყოფს ობსერვატორიის სრულ მოწესრიგებას, ტელესკოპების აღდგენასა და ახალი ტელესკოპის შეძენას. აბასთუმანში ასევე შეიქმნება თანამედროვე მეცნიერების მუზეუმი. ძალიან მალე ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 2022 წლის თებერვლიდან, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, რომელსაც ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა