ირაკლი ღარიბაშვილი - განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია

განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

„საგარეო ურთიერთობების მიმართულებაზე ვრცლად ვისაუბრე. ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა, მათ შორის რეგიონშიც არაერთი წარმატებული, ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი ვიზიტები რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების იმპლემენტაციაზე მუშაობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი 2022 წელს; შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის განმტკიცებას სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით, განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა