ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით არა ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობს მთავრობა.

„იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები. ბატონი რატი აქტიურად ჩართო წელს ამ მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია. ეს არის სამ წლიანი პროქტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს. ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრული იუსტიციის სახლზე“ გადასვლაზე, რაც წარმოადგენს იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაცია, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება ჩვენს მოსახლეობას. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა