ირაკლი ღარიბაშვილი - გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა

გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც 2022 წელს დასრულდება და მორგებული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე; წარმოდგენილი იქნება ახლებური ხედვები და შესაძლებლობები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.

გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა "მშვიდობის ფონდის" ფარგლებში. გავაგრძელებთ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას. მეგობრებო, ეს იმ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მთავრობის მიერ დასახული გეგმის მიხედვით 2022 წელს განხორციელდება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა