პრემიერი - მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს - პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს

მე მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს.

„რაც შეეხება პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის. პოლიციის მიმართულებით ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკული ორგანიზაცია "Gallup" -ის ინდექსის მიხედვით, საქართველომ გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციის დამსახურებაა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში და აშ.. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია 47%-მდე 30%-დან. ბატონ ვახტანგს აქვს გეგმები, რომ განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესდება საპოლიციო სერვისები, მათ შორის მოსახლეობისთვის გაიზრდება ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ერთიანი მომსახურების ცენტრები მოეწყობა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ასევე, მოხდება ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო