საგანგებო სიტუაციების ცენტრის ღონისძიებებისა და დაგეგმვის შესახებ დაგეგმილი სემინარის დახურვის ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი საგანგებო სიტუაციების ცენტრის (EOC) ღონისძიებებისა და დაგეგმვის შესახებ დაგეგმილი სემინარის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, ქბრბ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიმართა და აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო, წლების მანძილზე ახორცილებს სხვადასხვა პროექტს, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისას საქართველოსა და რეგიონში.

„საგანგებო სიტუაციების ცენტრის ტრენინგი არის კიდევ ერთი მაგალითი იმ ძალისხმევისა, რასაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ახორციელებს საქართველოში წლების მანძილზე, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა სახის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისას საქართველოსა და რეგიონში. აშშ თანამშრომლობს საქართველოს მრავალ სახელმწიფო უწყებასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და დაავადებათა კონტროლის გაძლიერებას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკას შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროგრესის გასაძლიერებლად“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

შეკრებილ მონაწილეებს, ასევე, სიტყვით უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის უფროსის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა მიმართეს და სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციების მართვასთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო DTRA-ს ხელმძღვანელობას, რომლებმაც მისცეს საშუალება ჩვენს თანამშრომლებს, მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება“,- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა.

სემინარი 13-17 დეკემბერს გაიმართა, რომლის მიზანი სხვადასხვა უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია მრავალუწყებრივი საკოორდინაციო სისტემის, როგორც მოდელის გამოყენება, საგანგებო სიტუაციების ცენტრისა და ცენტრის საორგანიზაციო მოდელების აღწერა, საგანგებო სიტუაციების ცენტრის დაგეგმვა, ინფორმაციის, რესურსების და ოპერატიული მართვის პრიცესები, ასევე პერსონალის სწავლება წარმოადგენდა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!