შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისა და დაგეგმარების საკითხებზე უწყებათაშორისი სწავლების დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში - "საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისა და დაგეგმარება."

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ - საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

„ხუთდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების დახვეწას, ინციდენტებზე რეაგირების, რისკების შეფასებისა და მასთან ასოცირებული პროცედურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. ტრენინგის აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაციული მოდელები, ფართომასშტაბიანი ინციდენტების მართვა, ოპერაციების დაგეგმვა,:

უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და სხვ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო