კახა კუჭავა ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.კუჭავას სამძიმრის წერილს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. კულტურის დიდმა მოამაგემ, მთელი ცხოვრება უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას მიუძღვნა. ეს საგანძური თაობებს გადაეცემა და მის სახელს უკვდავყოფს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას!“,- აცხადებს კახა კუჭავა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო