მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ხატია დეკანოიძე მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მივიდა.

როგორც დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აინტერესებს როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

„მე რამდენადაც მქონდა ექიმებისგან ინფორმაცია, სააკაშვილის მდგომარეობა ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რომელიც აუცილებელია მისი სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. ექიმების რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სასამართლო პროცესზე, საჯარო სივრცისგან თავი შეიკავოს. მისი გადაწყვეტილება როგორი იქნება არ ვიცი და ამაზეც ვისაუბრებთ.

ის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სახელმწიფოს მხრიდან მთელი რეპრესიული მანქანის ამუშავება მის წინააღდეგ, რაც ვიხილეთ კადრები, გულისხმობს იმას, რომ უნდა მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება, რაც არ ეძლევა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა